ხშირად დასმული კითხვები

SEED ფოტომასტერკლასი არის 4 თვიანი ფოტოგრაფიის პრაქტიკული პროგრამა, სადაც 9 გამორჩეული ქართველი მენტორი გიზიარებთ თავიანთ უნიკალურ გამოცდილებას პორტრეტის თუ დოკუმენტური ფოტოს შექმნაში, სმარტფონით გადაღებაში, ველური ბუნების/ლანდშაფტური ფოტოგრაფიაში, ინტერიერის კადრების შექმნაში თუ კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში. პარალელურად, გთავაზობთ გამოცდილებას ფოტოს დამუშავებაში და პრაქტიკულ კურსს ფოტო ბიზნეს გეგმის შექმნაში. პროგრამის ბოლოს გექნებათ ძლიერი პორტფოლიო და კონტაქტების ახალი წრე! ვგეგმავთ თქვენი ფოტოების გამოფენას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრას!

ის განკუთვნილია ქართულად მოსაუბრე, საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის 18 წლიდან ზემოთ (ასაკის შემზღუდავი ზედა ზღვარი არ გვაქვს).

არ არის საჭირო ფოტოაპარატის  ქონა. ყველას გვაქვს სმარტფონი, ხოლო თუ ფოტოაპარატის შეძება მოგინდებათ, მენტორები თქვენ განკარგულებაში არიან რომ დაგაკვალიანონ! 

არც საშინაო დავალებისათვისაა საჭირო ფოტოაპარატი, თუმცა თუ ის გაქვთ (ნებისმიერი ტიპის) გამოიყენეთ. 

დაგჭირდებათ სმარტფონი.

სამწუხაროდ, არა. მასტერკლასის საგანმანათლებლო მიზანია შეუქმნას მოყვარულს სინთეზური წარმოდგენა ფოტოგრაფიის შესახებ, რათა მან შეიძინოს სრულფასოვანი უნარ-ჩვევები განსაკუთრებული ფოტოებისა ან ფოტოამბების გადასაღებად. ამიტომ, SEED ფოტომასტერკლასი არ განიხილავს რომელიმე კონკრეტული მენტორის მასტერკლასზე ცალკე დასწრებას და მის ცალკე გადასახადს. თუმცა, ზოგ მენტორს აქვს თავისი კერძო სატრენინგო კურსები. მასტერკლასის მსვლელობისას შეგეძლებათ თქვენთვის სასურველ მენტორთან ღიად შეთანხმება მის კერძო კურსებზე ცალკე ჩასაწერად.

მენტორების კერძო კურსები იხილეთ მათ პირად პროფილებში.

SEED-ის ფოტო მასტერკლასზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. შეავსეთ ეს უმარტივესი ანკეტა რეგისტრაციის გასავლელად!

რეგისტრაცია უკვე დაიწყო და იგი მთავრდება 2026 წლის 20 თებერვალს.

მასტერკლასების ხანგრძლივობა არის 4 თვე. მენტორთა პრეზენტაციები, პრაქტიკული სამუშაოები და განხილვები დაგეგმილია ყოველ შაბათს 21 თებერვლიდან ივნისის შუა რიცხვებამდე. ზუსტი გრაფიკი მითითებულია აქ

SEED ფოტომასტერკლასი სრული ფასი არის 1100 ლარი 4 თვიან პროგრამაზე. ეს მოიცავს ყველა ლექციას, პრაქტიკულ სესიებს, უკუკავშირსა და პორტფოლიოს ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას. 

თქვენ მსოფლიო დონის ქართველი 6 ფოტოგრაფის და 3 გამორჩეული მენტორის კურსში იხდით თვევში მხოლოდ 275 ლარს! 

ხოლო თუ დარეგისტრირდებით 14 თებერვლის ჩათვლით, თვეში იხდით მხოლოდ 220 ლარს (ჯამში 880 ლარს 1100 ნაცვლად).

გადახდა შესაძლებელია ერთჯერადად, თანხის სრული დაფარვით ან ორ ეტაპად. აქედან, 50% ირიცხება არაუგვიანეს 20 თებერვლისა, ხოლო 50% ირიცხება არაუგვიანეს 20 მარტისა.

SEED ფოტომასტერკლასის სრული ღირებულება არის 1100 ლარი.

2025 წლის 14 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირებულებზე მოქმედებდა 20%-იანი ფასდაკლება

რეგისტრაცია სრულდება 2026 წლის 20 თებერვალს!!!  

გადახდა შესაძლებელია ერთჯერადად, თანხის სრული წინასწარი დაფარვით, ორ ეტაპად. აქედან, ორჯერადი გადახდის შემთხვევაში, 50% ირიცხება არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა, ხოლო 50% ირიცხება არაუგვიანეს 20 მარტისა.

გადახდა ხდება ონლაინ, რეგისტრაციის შემდეგ საბანკო ჩარიცხვით (სარექვიზიტო ინფორმაცია იგზავნება რეგისტრაციის შემდეგ);

გადახდა შესაძლებელია ერთჯერადად, თანხის სრული დაფარვით ან ორ ეტაპად. აქედან, 50% ირიცხება არაუგვიანეს 20 თებერვლისა, ხოლო 50% ირიცხება არაუგვიანეს 20 მარტისა.

გვაქვს შეზღუდული რაოდენობის შეღავათიანი ადგილები განსაკუთრებული სოციალური ან ფინანსური მდგომარეობის მქონე აპლიკანტებისთვის. თუ გსურთ, მოგვწერეთ მოკლე განმარტება თქვენს სიტუაციაზე და შევეცდებით ინდივიდუალურად განვიხილოთ.

ნაბიჯები:

  1. ავსებთ ონლაინ ფორმას (სახელი, კონტაქტი, და სხვა აუცილებელი ველები).
  2. იღებთ დადასტურებას და გადახდის ინსტრუქციას.
  3. გადახდის შემდეგ თქვენი ადგილი ოფიციალურად ფიქსირდება ჯგუფში.

რეგისტრაციის ფორმა ნახავთ აქ.

ვთანხმდებით შეზღუდულ რაოდენობაზე, რომ მენტორებმა შეძლონ ინდივიდუალური ყურადღება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ივსება გადახდის მიხედვით, პრინციპით „ვინც ადრე გადაიხდის“.

თუ რეგისტრაციის ბოლო დღემდე გადახდა ვერ მოხერხდა, სამწუხაროდ ვერ შეგინახავთ გარანტირებულ ადგილს. თუ დარჩება თავისუფალი ადგილი, სიაში ჩაგრთავთ როგორც „მოსაცდელ სიაში მყოფი“ და შეგატყობინებთ, თუ ვინმე უარს იტყვის.

პროგრამა გათვლილია მოყვარულებზე და მოტივირებულ დამწყებებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი სერიოზულად განივითარონ უნარები. არ არის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება. მთავარია – მოტივაცია, დროის დათმობა და მზადყოფნა პრაქტიკული დავალებებისთვის.

მასტერკლასი ტარდება ქართულ ენაზე.

მასტერკლასის წარმატებით გავლილ მონაწილეებს გადაეცემათ SEED ფოტომასტერკლასის სერტიფიკატი, რომელიც დამოწმებული იქნება 9 მენტორის მიერ და მითითებული იქნება, რომ გაიარეთ 4 თვიანი ინტენსიური პროგრამა ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრში.

მასტერკლასის მიზანია:

  1. მოგცეთ ხარისხიან პორტფოლიოს ჩამოყალიბების საშუალება;
  2. ჩამოაყალიბოთ კონტაქტების ახალი ქსელი;
  3. მოგცეთ პრაქტიკულ რჩევები და გაგივითაროთ უნარები, როგორ იმუშაოთ კლიენტებთან, სააგენტოებთან, მედიასთან, საკუთარ თავთან (ინფლიენსერობა) ან როგორ აქციოთ ფოტოგრაფია ბიზნესად!
  4. საბოლოო წარმატება თქვენს აქტიურობასა და შრომაზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ვქმნით ძლიერ საფუძველს.

გაუქმება მონაწილის ინიციატივით – თუ გაუქმება ხდება პროგრამის დაწყებამდე 14 დღეზე ადრე — ბრუნდება გადახდილი თანხის 70%. თუ გაუქმება ხდება კურსის დაწყებამდე 14 კალენდარული დღიდან ნაკლებ დროში — თანხა არ ბრუნდება.

გაუქმება ორგანიზატორის მიერ – ფორსმაჟორული ან სხვა მოულოდნელი მიზეზით SEED ფოტომასტერკლასის სრულად გაუქმების შემთხვევაში, მონაწილეს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო ნაწილობრივ გაუქმების შემთვევაში – გაუქმებული მასტერკლასების პროპორციულად.

რა თქმა უნდა! გთავაზობთ სასაჩუქრე ვაუჩერს – შეგიძლიათ კურსი  აჩუქოთ საყვარელ ადამიანს. ამისთვის მოგვწერეთ იმ ადამიანის სახელი, გვარი და კონტაქტი, ვისაც საჩუქარს უწევთ და დანარჩენი ტექნიკურ ნაწილს ჩვენ მოვაწესრიგებთ!

დიახ, გვაქვს კორპორატიული პაკეტები კომპანიებისთვის, რომლებიც თანამშრომლებს აძლევენ მონაწილეობას როგორც ჯილდოს, ისე განვითარების პროგრამის ნაწილად. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ:

  • სპეციალურად მორგებული ფასდაკლების პაკეტი მონაწილეების რაოდენობის მიხედვით;
  • თქვენი ბრენდის ხილვადობა შერჩეულ მასალებში;
  • სპეციალური პირობები HR-თვის.

დეტალების შესათანხმებლად, გთხოვთ მოგვწეროთ