წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
ონლაინ რეგისტრაციის ფორმის შევსებით მონაწილე ეთანხმება მოცემულ „წესებსა და პირობებს“ (ხელშეკრულება), რომლებიც არეგულირებს SEED ფოტომასტერკლასში მონაწილეობას. SEED ფოტომასტერკლასი – ბრენდს მართავს ღონისძიებათა მენეჯმენტის კომპანია Best Services and Outcomes (BSO; ს/კ 204562142) (ორგანიზატორი).
2. პროგრამის აღწერა
SEED ფოტომასტერკლასი არის სამთვიანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც უძღვებიან საქართველოს წამყვანი ფოტოგრაფები. სასწავლო პროგრამა მოიცავს პორტრეტულ, დოკუმენტურ, კონცეპტუალურ, რეპორტაჟსა და ველური ბუნების ფოტოგრაფიას, მობილურ ფოტოგრაფიასა და ფოტოშოპს, აგრეთვე ბიზნეს წინადადებების მომზადებისა და შეფასების პრაქტიკულ სწავლას.
3. ჩარიცხვა და მონაწილეობის უფლება
მონაწილეობა ღიაა 18 წელს გადაცილებული (ასაკის შემზღუდავი ზედა ზღვარი არ გვაქვს) ქართულ ენაზე მოსაუბრე საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის.
4. განაცხადი, შერჩევა და ჩარიცხვის დასრულება
რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც (ა) ონლაინ ფორმა შევსებულია სრულად და (ბ) დადასტურებულია მონაწილეობის საფასურის გადახდა. არასრული ან დაგვიანებული განაცხადები მიმდინარე ნაკადში არ განიხილება.
5. საფასური და გადახდა
მონაწილეობის საფასური უნდა გადაიხადოთ სრულად პროგრამის დაწყებამდე, თუ სააპლიკაციო ფორმაში სხვა პირობა არ არის მითითებული. გადახდის მეთოდები და ვადები მითითებული იქნება ოფიციალური რეგისტრაციის გვერდზე. ყველა საფასური განსაზღვრულია ლარში.
6. თანხის დაბრუნება და გაუქმება
გაუქმება მონაწილის ინიციატივით – თუ გაუქმება ხდება პროგრამის დაწყებამდე 14 დღეზე ადრე — ბრუნდება გადახდილი თანხის 70%. თუ გაუქმება ხდება კურსის დაწყებამდე 14 კალენდარული დღიდან ნაკლებ დროში — თანხა არ ბრუნდება.
გაუქმება ორგანიზატორის მიერ – ფორსმაჟორული ან სხვა მოულოდნელი მიზეზით SEED ფოტომასტერკლასის სრულად გაუქმების შემთხვევაში, მონაწილეს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო ნაწილობრივ გაუქმების შემთვევაში – გაუქმებული მასტერკლასების პროპორციულად.
დამატებითი ხარჯები – ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი სხვა ხარჯებზე (მაგ: მგზავრობა, განთავსება, კვება, აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა).
7. SEED ფოტომასტერკლასის ფორმატი და დასწრება
სესიები ტარდება შაბათობით. კვირის დავალებების ჩაბარების ჩვეულებრივი ვადაა ხუთშაბათი (ზუსტი დედლაინები განისაზღვრება სილაბუსში). რეგულარული დასწრება და დავალებების დროული შესრულება სავალდებულოა. წესების დარღვევის, სისტემური გაცდენებისა და ვადების შეუსრულებლობის შემთხვევაში მონაწილე პროგრამიდან მოიხსნება, თანხის დაბრუნების გარეშე.
8. ქცევის წესები და პროფესიული სტანდარტები
მონაწილეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პატივისცემის, პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობის გარემო ლექტორებთან, პერსონალთან და მსმენელებთან. დისკრიმინაცია, შევიწროება ან დესტრუქციული ქცევა დაუშვებელია და შეიძლება გამოიწვევს პროგრამიდან გარიცხვას თანხის დაბრუნების გარეშე.
9. ინტელექტუალური საკუთრება და გამოსახულების გამოყენება
SEED ფოტომასტერკლასის მასალები (ლექციები, თვალსაჩინოება, ვიდეოები, პრეზენტაციები) დაცულია საავტორო უფლებებით და მათი კოპირება, ჩაწერა ან გავრცელება დაუშვებელია ორგანიზატორის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მსმენელი ინარჩუნებს საავტორო უფლებას საკუთარ ნამუშევრებზე. SEED ფოტომასტერკლასში მონაწილეობით, მსმენელი ორგანიზატორს ანიჭებს არაექსკლუზიურ, როიალტიისგან თავისუფალ ლიცენზიას შერჩეული ნამუშევრების, სახელისა და გამოსახულების გამოყენებაზე არამომგებიან სარეკლამო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის (ვებსაიტი, გამოფენები, სოციალური მედია, პუბლიკაციები) ავტორობის სათანადო მითითებით. ლიცენზია არ გულისხმობს საკუთრების გადაცემას.
10. პორტფოლიო და ფინალური გამოფენა
შერჩეული ნამუშევრები შეიძლება გამოქვეყნდეს SEED ფოტომასტერკლასის ვებსაიტზე, სოციალურ ქსელებში, ბეჭდურ მასალებში და/ან ფინალურ გამოფენაზე. ორგანიზატორმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ფოტოგრაფების დაკავშირებას პოტენციურ კლიენტებთან, თუმცა კომერციული შედეგი არ არის გარანტირებული.
11. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
რეგისტრაციისას შეგროვებული პერსონალური მონაცემები (სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.) გამოიყენება მხოლოდ ადმინისტრაციული და მასტერკლასთან დაკავშირებული სარეკლამო მიზნებისთვის და მესამე პირებს არ გადაეცემა მონაწილეთა თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს პერსონალური მონაცემების წაშლა პროგრამის დასრულების შემდეგ, თუმცა ეს მოთხოვნა არ გავრცელდება უკვე გამოქვეყნებულ ნამუშევრებსა და მასალებზე.
12. სერტიფიკატები და აღიარება
მონაწილეები, რომლებიც დაასრულებენ პროგრამას (დაესწრებიან უმეტეს სესიებს და ჩააბარებენ ყველა მოთხოვნილ დავალებას), მიიღებენ ოფიციალურ SEED ფოტომასტერკლასის სერტიფიკატს. შერჩეული ნამუშევრები შეიძლება გამოკვეთილ იქნას შოუქეისებში და სარეკლამო მასალებში.
13. პროგრამის ცვლილება
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს განრიგი, ლექტორები, ლოკაციები ან კურიკულუმი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება წინასწარ ეცნობება მონაწილეებს ელფოსტის ან ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით.
14. ფორსმაჟორი
ორგანიზატორი არ აგებს პასუხს ვალდებულებების დაყოვნებაზე ან შეუსრულებლობაზე გონივრულ კონტროლს მიღმა არსებულ მოვლენათა გამო (ბუნებრივი კატასტროფა, საზოგოადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი, სამთავრობო შეზღუდვები, გაფიცვები, ინფრასტრუქტურული შეფერხებები). ორგანიზატორი შემოგთავაზებთ გონივრულ ალტერნატივებს (გრაფიკის შეცვლა, ონლაინ რეჟიმი და სხვ.) თანხის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკის გათვალისწინებით.
15. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა
დოკუმენტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან ან დაკავშირებულია მასთან, განიხილება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში.
16. პირობებზე თანხმობა
ონლაინ რეგისტრაციის ფორმის გაგზავნით, მონაწილე ადასტურებს, რომ გაეცნო, ესმის და ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს და თანხმობას აცხადებს ორგანიზატორის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და შერჩეული ნამუშევრების გამოყენებაზე ზემოხსენებული მიზნებისთვის.
17. საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.