SEED ფოტომასტერკლასის უნიკალურობა ისაა, რომ ერთ სივრცეში (და მთელი ოთხი თვე!) ამდენი “კორიფე” ჩვენ გარდა პრაქტიკულად არავის ჰყავს!
SEED ფოტომასტერკლასი აერთიანებს პრაქტიკულ ცოდნას, რეალურ დავალებებსა და ინსპირაციას. ოთხი თვის განმავლობაში იმუშავებ მსოფლიოს დონის ქართველ ფოტოგრაფებთან და აიმაღლებ პროფესიონალურ სტანდარტს
• მიიღებ თითოეული მენტორის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს • გექნება ბიზნეს გეგმა • მოეწყობა შენი ფოტო გამოფენა!
ჩვენი სიძლიერეა
- პერსონალიზებული მენტორობა
- პრაქტიკული სწავლება
- მრავალჟანრობრივი ხედვა
- ინტერაქტიული და ინსპირაციული გარემო
SEED ფოტომასტერკლასის მთავარი იდეაა, შეიქმნას პლატფორმა, სადაც მსურველები წამყვანი ქართველი ფოტოხელოვანებისგან რეგულარულად შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი პროდუქციის (ფოტო-ვიდეო კონტენტი, სამოქალაქო ჟურნალისტიკა) ხარისხის გაუმჯობესებაში და თავიანთი ცნობადობის გაზრდაში, რაც წარმატებულ ბიზნეს სტარტაპებთან ერთად გაზრდის მსმენელების შემოსავალს და შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პროფესიისადმი.
გარდა ამისა, მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ დაინტერესებულ მსმენელს ბიზნეს ელემენტებს (ფოტო ბიზნესის კომერციული გეგმების მომზადება) და პოტენციურ ინვესტორებთან შესაძლო კომუნიკაციას.
ასევე მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ ვებგვერდზე თქვენი წარმატებული ფოტო პორტფოლიოების განთავსებას და კურის ბოლოს თქვენი გამოფენის მოწყობას.
წლევანდელი ღონისძიება დაინტერესებულ მსმენელს სთავაზობს შემდეგ მასტერკლასებს:
ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასი შეეხება დოკუმენტური ფოტოგრაფიას – როგორ გადავიღოთ ავთენტური ფოტო ბუნებრივ კონტექსტში, რომელიც დრამატულ ამბავს ყვება.
ლევან ხერხეულიძე გაგვიზიარებს გამოცდილებას პორტრეტის გადაღების ხელოვნებაზე და კავშირებზე, რომელიც გადმოგვცემს ადამიანის შინაგან სამყაროს.
გურამ წიბახაშვილი გვესაუბრება თავის ფავორიტ თემაზე – რა არის კონცეპტუალური ფოტოგრაფია და როგორ გადავიროთ კონცეფტუალური ფოტო.
თემურ პოპიაშვილი, თავის საველე გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვაცნობს ხერხებს თუ როგორ უნდა გადავიღოთ ველური ბუნება (ცხოველი, მცენარე, ლანდშაფტი), რაც ასევე გულისხმობს რეპორტაჟული ფოტოგრაფიის უნარებზე კონცენტრირებას.
მარი ნაკანი მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით ისაუბრებს სმარტფონით გადაღებაზე, ფოტოგრაფიით თვითრეალიზებაზე და კომერციული ფოტოგრაფიაზე.
მარინე ბალავაძე გვასწავლის ფოტოშოპის გამოყენების ტექნიკასა და ფოტოს დამუშავებას, რომ თქვენი ფოტო გამორჩეული იყოს სოციალური ქსელის თუ სხვადასხვა გამოცემის კონკურენტულ ბაზარზე.
გიორგი მამასახლისი უაღრესად საინტერესო და გარკვეულწილად რთულ სფეროს ეხება – როგორ ხდება შენობებისა და ინტერიერების განსხვავებულად გადაღება?
ლევან ბუთხუზი ფოტოჟურნალის (National Geographic) მრავალწლიან რედაქტორობაზე დაყრდნობილი გამოცდილით გაგვაცნობს ფოტოსერიით ამბოს მოყოლის („ფოტოსთორითელინგი“) საიდუმლოებებზე, რაც თანამედროვე ონლაინ თუ ბეჭდვითი გამოცემის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. დამატებით, SEED ფოტომასტერკლასს წელს ინოვაცია შემოაქვს.
თამარ გერმანაშვილი ინტერესიან მსმენელს სთავაზოს ბიზნეს წინადადებების (ბიზნეს პროექტების) მომზადება-ბიუჯეტირების კურსს, რაც საშუალებას გვაძლევს წამოვიწყოთ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომერციული პროექტები და ჩვენი გატაცება (თუ პროფესია) შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ.