გურამ წიბახაშვილი და კონცეპტუალური ფოტო
აქციე შენი “გიჟური” იდეები და კონცეფციები გამოსახულებად, რადგან კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში სურათი იქმნება იდეის (კონცეფციის) წარმოსაჩენად და არა უბრალოდ სცენის ან ადამიანების დოკუმენტირებისთვის.
იყავი ორიგინალური! იმის ნაცვლად, რომ აღბეჭდო ის, რაც კამერის წინაა, შექმენი შენი ამბავი, ჩადე მასში კონკრეტული გზავნილი და ემოცია და შემდეგ კი გულდასმით დადგი ეს სცენა, დაამუშავე ფოტო, სხვებიც დაატკბე შენი აბსტრაქტული აზრით, დააფიქრე და აღაფრთოვანე მაყურებელი!
საქართველოს ფოტოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა – გურამ წიბახაშვილი სწორედ კონცეფტუალურ ფოტოგრაფიაზე ისაუბრებს და გაგიზიარებთ თავის მსოფლიო დონის უნიკალურ გამოცდილებას.