ლევან ბუთხუზი

ფოტორედაქტორის ხედვა

ვიზუალური თხრობის მასტერკლასი National Geographic-ის ყოფილ მთავარ რედაქტორთან ერთად.

ნეტა როგორ ახერხებს გამოფენაზე, ნაბეჭდ ჟურნალში თუ ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნებული კარგი ფოტოსერიის პირველივე კადრი ისე ჩაგითრიოს, რომ დანარჩენმა ფოტოებმა მთელი ამბავი მოყვეს, სადაც სიხარული, სევდა თუ სხვადასხვა განცდა ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან… სადაც ყოველი შემდეგი კადრი წინას აზრობრივი გაგრძელებაა და კარგი მოთხრობასავით ბოლოს ყველაფერი კვანძის გახსნით სრულდება…

თუ თქვენ ძლიერი ამბის პროფესიონალურად მოყოლის სურვილი გაქვთ და ჯერ კიდევ არ იცით, თუ როგორ გაკეთოთ ეს თქვენი გადაღებული ფოტოსერიის საშუალებით, მაშინ, ლევან ბუთხუზის, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფოტოჟურნალის (National Geographic) ქართული გამოცემის ყოფილი მთავარი რედაქტორის მასტერკლასი სწორედ თქვენთვისაა!

“ცალკეული შესანიშნავი კადრების წყება მხოლოდ მაშინ ქმნის ღირებულ ფოტოამბავს, როდესაც მათ ერთმანეთთან ფოტოგრაფის მკაფიო განცდები აკავშირებს“

ამ მასტერკლასზე ლევან ბუთხუზი გაგიზიარებთ რედაქტორისეულ ხედვებს, თუ როგორ უნდა გავავარჯიშოთ ჩვენი ინტუიცია გადაღებამდე, როგორ ვიპოვოთ შთაგონება, რომ თქვენ თავში დაბადებულო ნედლი იდეები მკაფიო სიუჟეტურ კონცეფციად გადაიქცეს, რომელიც საბოლოოდ ძლიერ ფოტო-ბლოგად გარდაიქმნება.

ამ მასტერკლასზე გავეცნობით ტექსტისა და გამოსახულების დაწყვილების ტექნიკას და გავიგებთ, თუ როგორ ავარჩიოთ, დავალაგოთ და სათაურებით (მინაწერებით) ავკინძოთ ფოტოები ისე, რომ ადგილობრივი კულტურები და გამორჩეული ადამიანების პირადი ისტორიები, არქეოლოგიური საიტები და აღმოჩენები, მეცნიერების, ტექნოლოგიების თუ მედიცინის მიღწევები    მკითხველის თვალწინ გაცოცხლდეს.

ადგილები შეზღუდულიადარეგისტრირდით დღესვე და ლევანთან ერთად ეცადე მსოფლიო დონის გამოცემების შესაფერი ამბები შექმნა.