სივრცეების დაუფლების მასტერკლასი!
ხართ მოყვარული ფოტოგრაფი, რომელიც მოხიბლულია შენობებით, თუ ინტერიერებით, მაგრამ გრძნობთ, რომ “რაღაც შტრიხი აკლია” თქვენ ფოტოს?
ფიქრობთ, რომ ამ ობიექტბის მასშტაბის, ხაზების და სინათლის ზუსტად აღბეჭდვა უფრო ახლებურ ტექნიკას ითხოვს იმისათვის, რომ მიიღოთ მასალა, რომლის გაზიარებით თქვენი გარემოცვა უფრო კმაყოფილი იქნება?
ან იქნებ, უბრალოდ, გსურთ გახდეთ ამ სფეროს ინფლუენსერი?
მაშინ SEED-ის ფოტომასტერკლასი არქიტექტურული და ინტერიერის ფოტოგრაფია ამ სფეროში თქვენი უნარებს გაზრდისთვისაა შექმნილი!
საქართველს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფოტოგრაფთან, ლუიზა ჩალათაშვილთან ერთად გავეცნოთ, თუ როგორ ვმართოთ პერსპექტივა ობიექტივში, ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ნებისმიერი ობიექტივი და დავეუფლოთ განათების რთულ სცენარებს!
ეს ყოველივე ინტერიერის მიმზიდველად, ხოლო ექსტერიერის დრამატულად გამოჩენის ანა-ბანაა!
ლუიზა გაჩვენებთ დაბალანსებული კომპოზიციის, სრულყოფილი ხაზებისა და დიზაინის აღბეჭდვის საიდუმლოებებს.
შევწყვიტოთ დახრილი კედლების მიღება და დავიწყოთ პროფესიონალური, ლამაზი და თუნდაც “გასაყიდი” სურათების შექმნა!
ადგილები შეზღუდულია – დარეგისტრირდით დღესვე და დახვეწეთ თქვენი პერსპექტივა!