მარინე ბალავაძე

ფოტოს დამუშავება

SEED ფოტომასტერკლასიპრეზენტაცია და Photoshop ფოტოგრაფიაში

ალბათ გქონიათ ცოტა იმედგაცრუება, როდესაც თქვენი შესანიშნავი კადრები ეკრანზე ან ბეჭდურ ფოტოზე არ გამოიყურება ისეთივე შთამბეჭდავად, როგორც ეს გადაღებისას თქვენ დაინახეთ.

თუ ასეა, მაშინ SEED ფოტომასტერკლასის ეს სპეციალურ მოდული თქვენთვისაა, რადგან ფოტოს დამუშავების მასტერკლასს უძღვება მარინა ბალავაძე –პროფესიონალი უპრეცედენტო გამოცდილებით, რომელიც  სხვადასხვა წლებში ჟურნალ National Geographic საქართველოს, ასევე ჟურნალების Forbes საქართველოს  და Forbes Women-ის მთავარი არტ-რედაქტორი იყო!

„ფოტოს დამუშავება ის სტადიაა, რომლიც ღმერთის მიერ ფერების და ტონების დაკავშირებისას დაუშვებულ შეცდომებს ასწორებს.“

მისი მასტერკლასის დროს მარინა გაგვიზიარებს, თუ როგორ უყურებს ფოტოს არტ-რედაქტორი და რა აქცევს კადრს „საბეჭდად მზად“ ან სოც-ქსელში გამოსაქვეყნებელ დაუვიწყარ ნამუშევრად.

  • ერთად ჩავუღრმავდეთ Photoshop-ის თუ სხვა “სოფტვერების” აუცილებელ ინსტრუმენტებს
  • ერთად დავხვეწოთ ფერი, კონტრასტი და კომპოზიცია
  • ერთად დავეუფლოთ ბუნებრივი რეტუშის ტექნიკას რეალიზმის დაკარგვის გარეშე
  • ერთად მოვამზადოთ ფაილები \ ვებისთვის, ბეჭდვისთვის და პროფესიული პრეზენტაციისთვის… ან უბრალოდ თქვენი “ინფლუენსერული” პროტფოლიოსთვის…

ადგილები შეზღუდულიადარეგისტრირდით დღესვე და მარინასთან ერთად გადავაქციოთ თქვენი ფოტოები დასრულებულ ვიზუალურ ისტორიებად!