ნურაფერს წამოვიღებთ ფოტოს გარდა, ნურაფერს დავტოვებთ კვალის გარდა, ნურაფერს მოვკლავთ დროის გარდა…
ხართ მოყვარული ფოტოგრაფი, რომელიც გატაცებულია ბუნებით, ცხოველებით, უცხო კულტურებით, ტურისტული ადგილებით, მაგრამ გიჭირთ გარემოს სილამაზის განსაცვიფრებელ ფოტოებად გარდაქმნა?
არა უშავს!
- თუ გაქვთ შაბათ–კვირას ქალაქგარეთ პიკნიკების მოწყობის სურვილი, ან
- ქალაქის პარკებში სეირნობთ, ან
- საქართველოს ეროვნულ პარკებს და ღირსშესანიშნავ ადგილებს სტუმრობთ, ან
- საზღვარგარეთ სხვადასხვა ქალაქში და რეგიონში მოგზაურობთ…
და გული დაგწყვეტიათ, რომ თვალით დანახული შესანიშნავი კადრები ისტორიად არ გიქცევიათ, მაშინ თემოს მასტერკლასი თქვენთვისაა შექმნილი, რადგან:
- ბუნებრივი განათების „წაკითხვა “ და ლანდშაფტის არასტანდარტული კომპოზიციის შექმნა და
- ცხოველის, ფრინველისა თუ მცენარის დრამატული ფოტოს გადაღება…
თემოს საქმეა, რომელსაც მასტერკლასზე გაგიზიარებთ და გასწავლით სხვადასხვა ტექნიკას, თუ როგორ გადაიღოთ სუნთქვის შემკვრელი პეიზაჟები, ველური ბუნების ინტიმური მომენტები და მცენარეების ულამაზესი რთული დეტალები!
ხშირად, ცხოველები და ფრინველები სწრაფად მოძრაობენ! სწრაფად მოძრავი ობიექტის ფოტოს გადაღება კი განსაკუთრებულ ტექნიკას მოითხოვს!
გაიხსენეთ სპორტული რეპორტაჟები და სპორტის ულამაზესი ფოტო-ინდუსტრია! მართალია, თემოს მასტერკლასი სპორტული რეპორტაჟების გადაღებას არ ეხება, მაგრამ სწრაფად მოძრავი ობიექტის კადრში გაყინვა მაინც მნიშვნელოვანი უნარია და მისი გამოყენება თანაბრად გამოგადგებათ არამარტო სპორტული რეპორტაჟის გადაღებაში, არამედ ამ მომატებული აქციების ფონზე, სამოქალაქო ჟურნალისტიკაშიც…
ადგილები შეზღუდულია – დარეგისტრირდით დღესვე და თემოსთან ერთად დახვეწე წამის გაყინვის ტექნიკა!
ასევე, გინდა, რომ ფოტომასტერკლასზე მიღებული ცოდნა ველურ ბუნებაში გამოსცადო?
SEED Photo Masterclass-ის მენტორი თემო პოპიაშვილი გთავაზობს დამატებით ფოტო-ტურებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ის ერთდროულად იქნება შენი გიდიც და ველზე შენი ფოტომენტორიც.
მოგზაურობ ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ ადგილზე, ადგილზე სწავლობ კომპოზიციას, იღებ უნიკალურ კადრებს და ატარებ დაუვიწყარ დროს თემოსთან ერთად ველზე!
ტური (ფასდაკლება -20%) ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი მასტერკლასის სტუდენტებისთვის!